კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაო კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კაქ კაშ კაჩ

კანონ-ი

Gk.
1) საერთოდ: წესი; ძირითადი დებულება; ნიმუში; ნორმა;

2) იურიდ.: საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი განსაზღვრული წესი საზოგადოებრივსა და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში;

3) მეცნიერებაში:

ა) ბუნების ან საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენათა მუდმივი და უცვლელი ურთიერთ-დამოკიდებულება (ანუ თანაშეფარდება);

ბ) ამ მოვლენათა წარმომშობი ძალების შესწავლაზე დამყარებული ურყევი დებულება (მაგ. კანონი ფიზიკისა, ქიმიისა, ენათმეცნიერებისა და სხვ.);

4) საეკლესიო: ეკლესიის ესა თუ ის დადგენილება სარწმუნოების ან საეკლესიო წესების საქმეში; აგრეთვე — რომლისამე წმინდანის საეკლესიო გალობა;

5) სტამბაში: მსხვილი ასომთავრული — აქედან: კანონიზაცია — უზენაესი საეკლესიო ხელისუფლების მიერ ვისიმე წმინდანად ჩარიცხვის წესი; კანონიკ-ი —:

1) კათოლიკეთა ეკლესიაში: საკათედრო ტაძრის მღვდელი:

2) მართლმადიდებელთა ეკლესიაში: საგალობელთა (კანონთა) შემცველი წიგნი; კანონიკური — საეკლესიო; ეკლესიის წესებთან და კანონებთან შეთანხმებული, მაგ.: კანონიკური წიგნები — ძველისა და ახალი აღთქმის საღვთო წერილის წიგნები, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ ცნობილი არიან ღვთის შთაგონებით დაწერილად; კანონიკური სამართალი — იგივეა, რაც საეკლესიო სამართალი, ე. ი. კანონიკურ წიგნებში მოცემულ წესთა და დადგენილებათა ერთობლიობა; კანონისტ-ი — კანონიკური სამართლის მცოდნე.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9