Kant, Emmanuel, 1724 1804.
გერმანელი უდიდესი ფილოსოფოსი, კრიტიკული ფილოსოფიის დამაარსებელი, — მან პირველმა დაისახა მიზნად ადამიანის შემეცნების საზღვრების გარკვევა; კანტის ფილოსოფია წარმოადგენს საშუალო გზას ემპირიზმისა და რაციონალიზმისას: მისი აზრით, ჩვენი შემეცნება ემყარება ცდას, მაგრამ მხოლოდ ცდას არ შუეძლია ახსნას შემეცნების ყველა პროცესები; ჩვენს გონებას აქვს ცდის უწინარესიც (აპრიორული) – ესაა შემეცნების (დროისა, სივრცისა და მიზეზობრიობის) ფორმები. — აქედან: კანტიანობა ან კანტიანიზმ-ი — კანტის ფილოსოფიაზე დამყარებული მიმართულება; კანტიანელი ან კანტიანისტ-ი — ამ ფილოსოფიის მიმდევარი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.