L. cancelli,-orum-ისაგან „ზღუდე“, შემდეგ — „შკაფები“: რაიმე დაწესებულების საქმეთა საწარმოო განყოფილება, სამდივანმწიგნობრო; აგრეთვე — მასში მომუშავე პირადი შემადგენლობა; აქედან — კანცელარიზმი — რაიმე დაწესებულების მიერ ამა თუ იმ საკითხის გამორკვევა მხოლოდ მიწერ-მოწერის საშუალებით, რაც იწვევს საქმის გაჭიანურებასა და მის ზერელედ გადაწყვეტას; კანცელარისტ-ი კანცელარიის მოხელე; კანცელარული — კანცელარიისათვის დამახასიათებელი, მაგ., კანცელარული ენა — მძიმე, მშრალი, საქმიანი ენა; საკანცელარიო — რაც კანცელარიისთვისაა საჭირო ან გამოსადეგი, მაგ. ნივთები (ქაღალდი, წიგნები, საწერი მოწყობილობა და სხვ.).
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.