ლა ლე ლი ლო ლუ
ლა ლაბ ლაგ ლავ ლაზ ლათ ლაი ლაკ ლამ ლან ლაო ლაპ ლაჟ ლარ ლას ლატ ლაუ ლაფ ლაქ ლაც

ლასალ-ი, ფერდინანდ

Lassalle, Ferdiland, 1825-1864.
შესანიშნავი გერმანელი სოციალისტი მეცნიერი და ორატორი, „გერმანიის მუშათა კავშირის“ დამაარსებელი (1863), იდევნებოდა მთავრობის მიერ; მუშათა კრებებზე, თავისი გასამართლების დროს, სასამართლოში და გამოკვლევებში მჭერმეტყველურად ამტკიცებდა მუშათა კლასის ბურჟუაზიისაგან დამოუკიდებელი მოქმედების უფლებას. მუშათა კლასის ეკონომიურ ბრძოლას ის არ სთვლიდა საიმედო საქმედ და კაპიტალისტური საზოგადოების სოციალისტურად გარდაქმნისათვის იმედებს ამყარებდა საპარლამენტო არჩევნებზე და მუშათა საწარმოო ასოციაციების შექმნაზე სახელმწიფო დახმარებით, რასაც მ ა რ ქ ს ი და ე ნ გ ე ლ ს ი უარყოფითად უყურებდენ. — ლასალიანელები — ლასალის მოძღვრების მიმდევარნი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9