ლა ლე ლი ლო ლუ
ლებ ლეგ ლედ ლევ ლეთ ლეი ლემ ლენ ლეო ლეპ ლერ ლეს ლეტ ლექ ლეჰ

ლენინ-ი

ულიანოვი, ვლადიმერ ილიას-ძე 1870 — 1924.
შესანიშნავი რუსი მოაზროვნე და რევოლუციონერი; რუსეთისა და საერთაშორისო სოციალური რევოლუციის ბელადი, დამაარსებელი და ხელმძღვანელი რუს. სოც.-დემოკრ. მუშათა პარტიისა და შემდეგ რუს. კომუნისტური პარტიისა; მომწყობი და ხელმძღვანელი ოქტომბრის გადატრიალებისა; III ინტერნაციონალის შემქმნელი; ავტორი მრავალ შრომათა ეკონომიკაში, ფილოსოფიაში, რევოლუციის თეორიაში და სხვ. (უმრავლესობა თარგმნილია ქართულადაც).— ლენინელ-ი — ლენინის მოძღვრების მიმდევარი. — ლენინიზმი — ლენინის სარევოლუციო მოძღვრება კლასთა ბრძოლის შესახებ იმპერიალიზმისა და მსოფლიო ომის ხანაში; ლენინიზმი არის იგივე მარქსიზმი, მაგრამ გაშუქებული და გამაგრებული ახალ (XX საუკ.) სარევოლუციო მოძრაობათა გამოცდილებით; აგრეთვე გამართლებული პროლეტარიატის დიქტატურის განხორციელებით და კომუნისტური აღმშენებლობით (საბჭ. კავშირში); ლენინიზმმა გააღრმავა მარქსიზმი განსაკუთრებით შემდეგ საკითხებში:

1) პროლეტარიატის დიქტატურის განხორციელების პირობები;

2) პროლეტარიატისა და გლეხობის ურთიერთობა;

3) ეროვნული მოძრაობის მნიშვნელობა მსოფლიო რევოლუციისათვის, განსაკუთრებით კოლონიალურ ქვეყნებში;

4) პარტიის დანიშნულება;

5) საბჭოთა წესწყობილება, როგორც ტიპი პროლეტარული სახელმწიფოსი, გარდამავალ ხანაში, და მისი მნიშვნელობა;

6) ბრძოლა მარჯვნივი და მარცხნივი განხრების წინააღმდეგ კომუნისტურ მოძრაობაში და მრ. სხვ.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9