Gk. lexikon-ისაგან „სასიტყვებო“. ამა თუ იმ ენის სიტყვათა ერთობლიობა. — ლექსიკონ-ი — ანბანურ რიგზე დალაგებული ამა თუ იმ ენის სიტყვები; ქართულად ამბობენ: ს ი ტ ყ ვ ა თ ა კ ო ნ ა. აქედან: — ლექსიკოგრაფ-ი — ლექსიკონის შემდგენელი; ლექსიკოგრაფია — მეცნიერება, რომელიც იკვლევს და განსაზღვრული წესით ალაგებს ამა თუ იმ ენის სიტყვობრივ მასალას. — ლექსიკოლოგ-ი —ამა თუ იმ ენის სიტყვობრივი მასალის მკვლევარი ენათმეცნიერი; ლექსიკოლოგია — ენათმეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს რომლისამე ენის სიტყვობრივ შემადგენლობას, სიტყვათა აგებულობას და წარმოშობას. — ლექსიკური — ლექსიკის ხასიათის მქონე — სიტყვობრივი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.