თავისუფლად მოაზროვნე, ლიბერალიზმის მომხრე. — ლიბერალიები (მრავლ.) — ძველ რომში: ბაკქის საპატივცემო დღესასწაული (ლიბერ-ი — ბაკქის ზედმეტი სახელი); ლიბერალიზმ-ი — თავისუფალი მოაზროვნეობა: ბურჟუაზიული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მსოფლმხედველობა, მიმართული ფეოდალური სახელმწიფოსა, ეკლესიისა და ბატონყმური დამოკიდებულების წინააღმდეგ — მოქალაქობრივი თანასწორობისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მიზნით; ამდენად, ლიბერალიზმი უპირისპირდება კონსერვატიზმს, მეორის მხრივ ლიბერალიზმი უპირისპირდება სოციალიზმს, რამდენადაც ლიბერალიზმი მომხრეა რეფორმებისა და პროგრესისა ბურჟუაზიული კანონიერებისა და კაპიტალისტური საზოგადოების ფარგლებში.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.