1)
ვილჰელმი (1826-1900), გერმანელი, მუშათა კლასის გამოჩენილი ბელადი; 1848 წ. რევოლუციის მონაწილე; კ. მარქსის მოწაფე. გერმ. სოც.-დემოკრატ. პარტიის დამაარსებელთაგანი; პარტიის ცენტრ. ორგანოს („Vorwärts“-ის) რედაქტორი, მრავალი შრომების ავტორი;
2) კარლოსი (1871-1919) — ვილჰელმის შვილი; სოც.-დემოკრ. პარტიის მემარცხენე ფრთის ხელმძღვანელი, რეიხსტაგის წევრი, არალეგალური ჯგუფის („სპარტაკის“) დამაარსებელი, — მოუწოდებდა მუშებს მსოფლიო ომის წინააღმდეგ და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის; მოკლულ იქნა გერმანელი ოფიცრების მიერ როზა ლუქსემბურგთან (1870-1919) ერთად.