ლა ლე ლი ლო ლუ
ლია ლიბ ლიგ ლიდ ლიე ლივ ლიზ ლით ლიკ ლილ ლიმ ლინ ლირ ლის ლიტ ლიფ ლიქ ლიც

ლითოგლიფიკა

Gk. lithos „ქვა“, glyphein „ამოჭრა“.
ქვაზე რისამე ამოჭრის ანუ დაწერის ხელოვნება. — ლითოგრაფ-ი —:

1) ქვაზე მწერელი ან მხატვარი;

2) ქვიდან მბეჭდავი; ლითოგრაფია —:

ა) ქვაზე ამოჭრილი ნაწერისა ან ნახატის გადაბეჭდვა;

ბ) დაწესებულება, სადაც ეს მუშაობა წარმოებს. — ლითოგრაფიული ან სალითოგრაფიო ქვა — ერთგვარი სწორ-წრეებიანი მკვრივი საკირე ქვა, რომელიც სათანადოდ გახეხილი იხმარება მასზედ სურათის ან ნაწერის აღსაბეჭდავად და რომლიდანაც ეს სურათი ან ნაწერი გადაიბეჭდება ქაღალდზე. — ლითოლოგია — მეცნიერება ქვების შესახებ. — ლითოსკოპ-ი — მედიცინაში: საშარდე ბუშტში ქვის გამოსაკვლევი ხელსაწყო, ლითოტომია — საშარდე ბუშტიდან ქვის ამოჭრა – ლითოტომ-ი სალითოტომიო ხელსაწყო. — ლითოფაგია — ქვის მჭამელობა; ლითოფაგი — ქვის მჭამელი — ლითოფანია —:

1) გამჭვირვალე სურათები ქვისაგან, ფაიფურისაგან ან მინისაგან გაკეთებულ საგნებზე;

2) ასეთი სურათების გამოყვანის ხელოვნება. – ლითოფიტები (მრავლ.) — გაქვავებული მცენარეები. — ლითურგია — ქვების დამუშავება.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9