მა მე მი მნ მო მუ მხ
მაგ მად მაე მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაშ მაჩ მაც მაძ მახ მაჰ

მაგნეტ-ი

Gk. Magnetis lithos „მაგნეზიური ქვა“.
1) რკინისა, ფოლადისა და ზოგიერთი სხვა ლითონების თავისკენ მიზიდვის უნარის მქონე სხეული;

2) გადატ. მნიშვნელ.: რაც მიმზიდველია; აქედან: მაგნეტური — მაგნეტის ხასიათის მქონე, მიმზიდველი. — მაგნეტიზმ-ი ― :

1) უნარი ზოგიერთ სხეულთა მიიზიდონ თავისკენ ზოგი სხეული (რკინა, ფოლადი და სხვ.) და განჯახონ (უკუაგდონ) თავისაგან ზოგიერთი სხვა (ბისმუთი, სურმა და სხვ.);

2) ფიზიკის დარგი, რომელიც იკვლევს მაგნეტურ მოვლენებს. — დედამიწის მაგნეტიზმი — დედამიწის ბირთვის უნარი მიაქციოს მაგნეტური ისრის (კომპასში) ერთი ბოლო ჩრდილოეთისაკენ, ხოლო მეორე — სამხრეთისაკენ. — ცხოველური მაგნეტიზმ-ი —ცხოველის (ან ადამიანის) ნერვული სისტემის უნარი იმოქმედოს სხვისაზე (იხ. ბიომაგნეტიზმ-ი). — მაგნეტიზირება ან დამაგნეტება —:

1) რკინის ან ფოლადისათვის მაგნეტის თვისების მინიჭება;

2) ცხოველში (ან ადამიანში) ცხოველური მაგნეტიზმის გამოწვევა ან ამ გზით მასზე ზედმოქმედება; აქედან: მაგნეტიზიორ-ი ან მაგნეტიზერ-ი — ასეთის მოქმედი პირი.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9