Gk. macrós „გრძელი, დიდი ხანგრძლივი“. დაერთვის სიტყვას თავში და აღნიშნავს გრძელ-, დიდ- და სხვ., მაგ. მაკრობიები (მრავლ.; ბერძ. bios „სიცოცხლე“) — ზღაპრული ქვეყნის მცხოვრებნი; რომელნიც დიდხანს ცოცხლობდენ; მაკრობიოტიკა — მოძღვრება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ (მეჩნიკოვის, შტეინახის და სხვ. ცდები): მაკროკეფალ-ი ან მაკროცეფალ-ი (ბერძ. kephale „თავი“) — გრძელ- ან დიდთავა; მაკროკოსმ-ი ან მაკროკოსმოს-ი (ბერძ. kösmos „მსოფლიო წესიერება; მსოფლიო“), მსოფლიო, გარესამყარო (უპირისპირდება მიკროკოსმოსს); მაკროპოდები (მრავლ., ბერძ. puys podós „ფეხი“), უკანაფეხებ-გრძელი მღოღნელი ცხოველები; მაკრომეტრ-ი — დიდი მანძილის გასაზომი იარაღი და სხვ.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.