მა მე მი მნ მო მუ მხ
მაგ მად მაე მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაშ მაჩ მაც მაძ მახ მაჰ

მანიქეიზმ-ი ანუ მანიქეველობა

რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, შექმნილი მესამე საუკ. ქ. შ. სპარსელი მან-ის ან მანეს–ის მიერ — ბაბილონურის, მაზდაჰიანურისა და ქრისტიანული რელიგიების ზეგავლენით; მანიქეიზმის საფუძველს წარმოადგენს ორი დასაბამის — კეთილისა და ბოროტის — მუდმივი არსებობა და მათ შორის დაუსრულებელი ბრძოლა (ამ მხრივ იგი განსხვავდება მაზდეიზმისაგან); ვაჟი და ქალი შექმნილია ბოროტი ღვთაების მიერ; მათში არის კეთილის ნაპერწკლებიც, მაგრამ ხორცი მაინც უფლობს, განსაკუთრებით — სქესობრივი ურთიერთობის მხრივ; კეთილი ღვთაების მიერ გამოგზავნილ წინასწარმეტყველთაგან ყველაზე უდიდესია ქრისტე... სპარსეთს გარდა მანიქეიზმი გავრცელდა ცენტ. აზიაში, მცირე აზიაში, ეგვიპტეში, ისპანიაში და სხვ.; მანიქეველთა (მანიქეიზმის მიმდევართა) სექტა სასტიკად იდევნებოდა, იგი დაგმო მსოფლიო კრებამ.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9