| | |
1) მსოფლიოს შემეცნების საკითხში მარქსის დიალექტიკური მატერიალიზმი უპირისპირდება იდეალიზმს, რადგანაც ჩვენი ცოდნა ჭეშმარიტია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის ეთანხმება სინამდვილეს და რამდენადაც ის გამომდინარეობს გამოცდილებიდან, ე. ი. ჩვენი ცხოვრება განისაზღვრება გარე-სინამდვილით; მსოფლიოს (ბუნების და საზოგადოების) განვითარება მარქსიზმის ფილოსოფიით წარმოდგენილია დიალექტიკურად (ყოველი მოვლენა იმყოფება შინაგან წინააღმდეგობაში და თავისშივე შეიცავს თავის უარყოფის დასაწყისს), მაგრამ მარქსის დიალექტიკა მატერიალისტური და რევოლუციურია: ყოველი განვითარება მიმდინარეობს ორი პრინციპის მიხედვით — ევოლუციურად და ნახტომებით, რომელთაგან თვითეული გულისხმობს მეორეს; კაცობრიობის ისტორიულ განვითარებას საფუძვლად უდევს საზოგადოების ეკონომიური აგებულობა; ყველა სხვა მოვლენები (მეცნიერება ხელოვნება, რელიგია და სხვ.) წარმოადგენენ მის ზედნაშენს, ე. ი. წარმოქმნილნი არიან მხოლოდ ეკონომიური ურთიერთობის ნიადაგზე;
2) ეკონომიური მოძღვრების ქვაკუთხედია მოძღვრება ზედმეტი ღირებულების შესახებ: საწარმოო იარაღებისა და მიწაზე კერძო საკუთრების არსებობისას დაქირავებული მუშა ჰყიდის თავის შრომას მიწისა, ქარხნისა და სხვა მესაკუთრეს, მაგრამ ხელფასის სახით მუშა იღებს მხოლოდ ნაწილს მის მიერ შექმნილი ღირებულებისას, დანარჩენს კი ითვისებს, მუქთად, მესაკუთრე, რომლისთვისაც ეს ზ ე დ მ ე ტ ი ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ა წარმოადგენს გამდიდრების წყაროს; საწარმოო საშუალებანი და იარაღები თავს იყრიან მცირერიცხოვან კაპიტალისტთა ხელში, რასაც თან სდევს მსხვილი წარმოების მიერ წვრილის თანდათანი მოსპობა და ექსპლოატირებული მასსის გამრავლება;
3) ექსპლოატაციის მოსასპობად პროლეტარიატი უნდა დაეუფლოს წარმოების საშუალებებსა და იარაღებს და შექმნას, პროლეტარიატის დიქტატურის გზით, უკლასობრივო და უსახელწიფოებრივო კომუნისტური საზოგადოება. მარქსისტი — მარქსიზმის მიმდევარი; მარქსისტული — მარქსიზმთან შეთანხმებული, მარქსიზმის ხასიათის მქონე და სხვ.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |