1) ნ ა პ ო ლ ე ო ნ I ბ ო ნ ა პ ა რ ტ—ი (1769—1821). შესანიშნავი ფრანგი მხედართმთავარი და საფრანგეთის იმპერატორი (1804 წლიდან); აწარმოებდა დაპყრობითს ომებს; დამარცხებული (1813 წ.) ევროპის კოალიციის მიერ, გადასახლებულ იქნა კუნძულ ელბაზე, საიდანაც გამოიქცა და იმეფა „ასი დღე“; ხელმეორედ გადასახლებულ იქნა წმ. ელენეს კუნძულზე. გარდაიცვალა იქვე. — ნაპოლეონის
კოდექსი —1 ნაპოლეონ I—ის დროს (1804) დამუშავებული და შემოღებული სამოქალაქო კანონმდებლობა, — მოქმედობს დღესაც;
2) ნ ა პ ო ლ ე ო ნ III(1808—73)—საფრ. რესპუბლიკის პრეზიდენტი თებერვლის რევოლუციის შემდეგ, იმპერატორი 1852 წლიდან; ტყვედ წაყვანილი საფრანგეთ—პრუსიის ომის დროს ს ე დ ა ნ—თან (1870), გაძევებულ იქნა საფრანგეთიდან. — ნაპოლეონიზმ—ი — ნაპოლეონთა გვარეულობისა და მათი პოლიტიკის მომხრეობა.