ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაი ნაკ ნამ ნან ნაპ ნარ ნას ნატ ნაფ ნაშ ნაც

ნარკოზ-ი

Gk. narke-საგან „გაშეშება, ძილის ძლიერი სურვილი".
ხელოვნური საშუალებებით (ეთერით, ოპიუმით, ჰაშიშით და სხვ.) გამოწვეული უგრძნობლობა, გაბრუებულობა; თვით ასეთი საშუალებანი. — ნარკომანია — ასეთ საშუალებათა ხმარებისადმი (სასიამოვნო აღძვრის მიზნით) ავადმყოფური მიდრეკილება; ნარკომან-ი — ნარკომანიით შეპყრობილი. — ნარკოტიზაცია, ნარკოტიზირება— ნარკოზის გამოწვევა, დაძინება. — ნარკოტიკა — გამაბრუებელი, ნარკოზის გამომწვევი საშუალებანი.— ნარკოტიკული საშუალებანი — ქლოროფორმი, ეთერი და სხვ.,— იხმარება მედიცინაში უმტკივნეულო ოპერაციების საწარმოებლად; ოპიუმი, მორფიუმი და სხვ. — ტკივილის გასაყუჩებლად.— ნარკოტინ—ი — შხამიანი ნივთიერება, ოპიუმის ერთი ალკალოიდთაგანი.
See also: მანია
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9