| | |
1) ცხოველის ან მცენარის შეგუება უცხო ბუნებასთან;
2) სახელმწიფოს მიერ უცხოელისათვის სრული მოქალაქობრივი უფლებების მინიჭება. — ნატურალიზმ—ი — :
1) ეთიკური — ზნეობის აღიარება ბუნებრივი პირობების (და არა იდეალური ნორმების) შედეგად: ზნეობა გამომდინარეობს ადამიანის ინსტიქტიდან, ამიტომ ადამიანი არ უნდა იყოს შებოჭვილი საზოგადოების მიერ;
2) ესთეტიკური ხელოვნებაში (და ლიტერატურაში) ბუნებისა და ცხოვრების ზედმიწევნითი სისწორით გამოხატვა;
3) თეოლოგიური — ბუნებისა და ღმერთის იგივეობის აღიარება.
4) სოციოლოგიური — ისტორიის აღიარება ბუნებრივი პროცესის შედეგად, სადაც ყველაფერი მიზეზობრივად არის შეპირობებული;
5) ფილოსოფიური — ბუნების აღიარება ყოვლისავე (სულიერისა და ნივთიერისაც) პირველ წყაროდ და ერთადერთ სინამდვილედ; ნატურალისტ—ი: —
1) ბუნებისმეტყველი მეცნიერი;
2) ნატურალიზმის მიმდევარი.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |