Gk. neyron „თოკი; ძარღვი, ნერვი“, algos „ტკივილი“. ნერვული ტკივილი სხეულის განსაზღვრულ ადგილას, მაგ. გაციების ნიადაგზე, ჩვეულებრივ, ხანმოკლე.— ნევრასთენია — (ბერ. astheneia. „სისუსტე“), ნერვული სისტემის მოშლილობა გონებრივი ან ფიზიკური დაღლილობის ნიადაგზე,— ხასიათდება, მაგ. უძილობით, ნევრალგიური მოვლენებით, ნებისყოფის დასუსტებით, სასქესო ორგანოების მოშლილობით და სხვ. — ნევრიტი — ნერვული უჯრედის მორჩი, რომელიც ნერვულ აგზნებას ატარებს უჯრედიდან (შეად. დენდრიტი). — ნევრიტ-ი ან ნევრიტის-ი ნერვების ანთება. — ნევროგლია (ბერ. (glia „წებო“), ნერვული სისტემის ნერვულ უჯრედთაშორისი შუალედის შემვსები ქსოვილი. ნევროზ-ი ან ნევროზის-ი — ნერვული სისტემის ავადმყოფობა ანატომიურად უჩინარი ცვლილებებისას.— ნევროლოგია — ნერვული სისტემის შემსწავლელი დარგი ანატომიისა. — ნევროპათ—ი (ბერძ. pathos „ტანჯვა“) — ნერვებით ავადმყოფი.— ნევროპათია — ნერვული სისტემის ავადმყოფობათა საერთო სახელწოდება ანატომიურად უჩინარი ცვლილებებისას. —ნევროპათოლოგ—ი — ნერვულ ავადმყოფობათა ექიმი ან მეცნიერი მკვლევარი.— ნევროპათოლოგია — მეცნიერება ნერეულ ავადმყოფობათა შესახებ. — ნევროსკლეროზ-ი — ნერვული ქსოვილის გამყარება.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.