ნა ნე ნი ნო ნუ
ნეა ნეგ ნევ ნეი ნეკ ნემ ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეუ ნეფ ნექ

ნეიტრალ-ი ან ნეიტრალური:

L. neuter-ისაგან „ორში არც ერთი, საშუალო“.
1) ნეიტრალიტეტის დამცველი;

2) ქიმიაში: ნეიტრალი ნივთიერება — ისეთი ნივთიერება, რომელიც არ იძლევა არც მჟავა და არც მტუტე რეაქციას. — ნეიტრალიზაცია:—

1) ნეიტრალიტეტის მდგომარეობაში ჩაყენება;

2) ქიმიაში: მჟავა და ტუტე რეაქციების უნარის მოსპობა ხსნარში;

3) საერთოდ — რაიმე თვისების ან მოქმედების მოსპობა. — ნეიტრალიზირება ან ნეიტრალიზება — იგივე მოქმედება.— ნეიტრალიტეტ-ი (გერმ. Neutralitat):—

ისეთი მდგომარეობა, როდესაც ვინმე მესამე არ ერევა ორთა შუა რაიმე დამოკიდებულობაში; მონაწილობის მიუღებლობა; ჩაურევლობა — მაგ. მესამე პირისა — ორი პირის კამათში; მესამე პარტიისა – ორი პარტიის ბრძოლაში; სახელმწიფოსი — სხვა სახელმწიფოთა ომში და სხვ.; შეიარაღებული ნეიტრალიტეტი — ასე ეწოდება ნეიტრალურის, მაგრამ სამხედრო მოქმედებისათვის მზად მყოფი სახელმწიფოს მდგომარეობას. — ნეიტრალური, მაგ. ნეიტრალური ან ნეიტრალი ზონა.

See also: ზონა
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9