ოა ობ ოდ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოო ოპ ორ ოს ოტ ოუ ოფ ოქ ოხ ოჰ
ობდ ობე ობვ ობი ობლ ობო ობრ ობს ობტ ობშ

ობიექტ-ი

L. obiectus „წინგდებული ან წინდებული; გამოჩინებული; საგანი“:
1) საგანი ან მოვლენა, რომელიც აღიქმება ან იაზროვნება; შესწავლის ანუ დაკვირვების საგანი;

2) გრამატიკაში: დამატება (უპირისპირდება ს უ ბ ი ე ქ ტ ს—აღმქმელს, მოაზროვნეს, შემსწავლელს, ქვემდებარეს)— აქედან: ობიექტივაცია, ობიექტივირება:

1) სუბიექტს გარეშე დაყენება; ჩვენი ცნობიერების ზოგიერთი მოვლენის ჩვენს გარეშე არსებულად აღიარება;

2) რისთვისმე ობიექტურობის მინიჭება; რაიმე საგნის ან მოვლენის მიუდგომლად შესწავლა. — ობიექტივ-ი — სხვადასხვა მოწყობილობის (მიკროსკოპის, საფოტოგრაფიო აპარატის და სხვ.) ოპტიკური მინა, რომელიც მიმართულია დაკვირვების საგნისაკენ. — ობიექტივიზმ-ი — რაიმე საგნის ან მოვლენის დაფასება მიუდგომლად, წინასწარ აღებული აზრის ან პირადი განწყობილების გარეშე (უპირისპირდება სუბიექტივიზმს). — ობიექტიობა — საგნის ან მოვლენის ჩვენს გარეშე არსებული თავისთავადი თვასებანი. — ობიექტიური — :

1) ჩვენს გარეშე არსებული, ნამდვილი;

2) მიუდგომელი;

3) გრამატიკაში: ობიექტური პრეფიქსი — დამატების მაჩვენებელი თავსართი ზმნაში, — ობიექტიურობა — მიუდგომლობა.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9