1) მედიცინაში: სხეულის მილებში სხვადასხვა წვენის ავადმყოფური დაგროვება. შეჩერება; ტანშეკრულობა, ყაბზობა;
2) კრებებზე ბრძოლის ერთგვარი ხერხი — კრების ერთი ნაწილის მიერ დაბრკოლების შექმნა (კამათის განზრახ გაგრძელება, ხმაური და სხვ.) მოწინააღმდეგე ნაწილის მიმართ: ესაა აქტიური ობსტრუქცია, ხოლო პასიური ობსტრუქცია — კრების ერთი ნაწილის მიერ სხდომის მიტოვება კენჭის ყრის დროს — ქვორუმის დაშლის მიზნით; ქიმიური ობსტრუქცია — მყრალ–სუნიანი სითხის დაღვრა კრების, ლექციის და სხვ. ჩასაშლელად. — ობსტრუქციონიზმ-ი — საპარლამენტო ბრძოლის ტაქტიკა, აქტიური ან პასიური ობსტრუქციის გამოყენება; ობსტრუქციონისტ-ი — ობსტრუქციის მონაწილე ან მომხრე.