| | |
2) საშუალება ადამიანთა შორის ურთიერთობისა საზოგადოებაში ან ხელისუფლებასა და მოქალაქეთა შორის და სხვ. მაგ.: ბეჭდვითი ორგანო — გაზეთი, ჟურნალი; ხელისუფლების ორგანოები — სხვადასხვაგვარი დაწესებულებანი; მმართველი ერთეულები თვით დაწესებულებაში და სხვ.— ორგანიზატორ-ი — რაიმე დაწესებულების, კრების, პარტიის და სხვ. ასეთის მიზანშეწონილად მომწყობი. — ორგანიზაცია —:
1) მოწყობა, დაწესება, დაარსება;
2) რამდენისამე ორგანოს ერთ მთლიანად გაერთიანება;
3) მიზანშეწონილი, მთლიანი;
4) საერთო საქმიანობით და მიზნებით გაერთიანებული ჯგუფი ადამიანთა;
5) ცოცხალი სხეულის აგებულობა. — ორგანიზაციული — მოწყობილი. მთლიანი და სხვ. ორგანიზაციის ხასიათის მქონე. — საორგანიზაციო — ორგანიზაციისათვის განკუთვნილი. — ორგანიზირება ან ორგანიზება — დაწესება, დაარსება; მიზანშეწონილად მოწყობა, გაერთიანება და სხვ.; ორგანიზაციის შექმნა; აქედან: ორგანიზირებული ან ორგანიზებული — მოწყობილი, მოწესრიგებული; გაერთიანებული, ორგანიზაციაში შემავალი. — ორგანიზმ-ი —:
1) ურთიერთ განუყრელად დაკავშირებულისა და ურთიერთ დამოკიდებული ნაწილებისაგან შედგენილი მთლიანი; ორგანოთა ერთობლიობა;
2) არსებობისა და გამრავლების ორგანოების მქონე მცენარეული ან ცხოველური ერთეული, ინდივიდი. — ორგანიული ან ორგანული —:
1) მწყობრი, ურთიერთთან კანონზომიერად და მიზანშეწონილად შეკავშირებული, ორგანიზმისებერად მოწყობილი;
2) თანდაყოლილი;
3) მცენარეული ან ცხოველური. — ორგანული ნივთიერება — მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებში შეცული ნივთიერება: უმთავრსად — აზოტისა, მჟავბადისა, ნახშირბადისა და წყალბადის ქიმიური ნაერთი. — ორგანული ნაშთები — მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების უძველესი ნაშთები მიწაში. — ორგანული ქიმია — იკვლევს ნახშირბადოვან ნაერთებს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |