მართლ-მორწმუნეობა, — განსაზღვრულ დებულებათა უკრიტიკოდ აღიარება და სასტიკად დაცვა — რელიგიურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ და სხვა დარგებში; აქედან: ორთოდოქს-ი — მართლ-მორწმუნე; ორთოდოქსიის მომხრე. — ორთოდოქსალური ან ორთოდოქსური —მართლ-მორწმუნეობითი. — ორთოდოქსური მარქსიზმი — მარქსისა და ენგელსის მოძღვრების თანამიმდევრობითი განვითარება, რომელიც აღიარებს მარქსისა და ენგელსის მიერ დადგენილ კანონთა ურყეობას (უპირისპირდება რევიზიონიზმს).
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.