Gk. ostrakon-ისაგან „თიხის ფირფიტა“. ძველ საბერძნეთში: სამშობლოდან მავნე პირების განდევნის წესი (6 — 4 საუკ. ქ. წ.) კენჭის ყრით (ხმის მიცემა წარმოებდა თიხის ფირფიტებზე განსადევნელის სახელის წარწერით); განდევნილი (ჩვეულებრივ 10 წლით) დაბრუნებისას არ ჰკარგავდა მოქალაქობრივ უფლებებს.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.