Owen, Robert, 1771 — 1858.
ინგლისელი სოციალისტ-უტოპისტი; მან თავის საკუთარ ფაბრიკაში გააუმჯობესა მუშათა მდგომარეობა და ცდილობდა დაემტკიცებია, რომ მუშებისათვის ზრუნვა ხელსაყრელია თვით ფაბრიკანტისათვის; დააარსა კომუნისტური თემი ჩრდ. ამერიკაში, მაგრამ უშედეგოდ; მის შრომათაგან ცნობილია „ადამიანის ხასიათის წარმოქმნის შესახებ“, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანი არის შედეგი აღზრდისა და გარემო-პირობათა. — ოუენიზმ-ი — ოუენის სოციალური მოძღვრება; ოუენისტ-ი — მისი მიმდევარი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.