პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პფ
პა პაგ პად პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პაჟ პარ პას პატ პაუ პაფ პაქ პაშ პაჩ პაც

პალეო-

Gk. palaios „ძველი, ძველებური, უწინდელი“:
აქედან: პალეობოტანიკა — პალეონტოლოგიის დარგი: იკვლევს განათხრებში პოვნილ უძველეს მცენარეებს. — პალეოგრაფია (ბერძ. graphcin „წერა“) — მოძღვრება ძველებურ დამწერლობათა და საერთოდ ძველ ხელნაწერთა გარეგნული მხარის შესახებ. — პალეოზავრ-ი (ბერძ. sayros „ხვლიკი“) — განათხრებში პოვნილი უზარმაზარი ხვლიკი. — პალეოზოონ-ი ან -ძოონ-ი zoon „ცხოველი“) — უძველესი დროის ცხოველი; აქედან: პალეოზოური ან პალეოძოური ფორმაცია ანუ ხანა — გეოლოგიაში: დედამიწის განვითარების ერთერთი (მეორე) უძველესი ხანა, რომელსაც ახასიათებს გაქვავებულ მცენარეთა და ცხოველთა არსებობა; პალეოზოოლოგია ან -ძოოლოგია — პალეონტოლოგიის დარგი: იკვლევს განათხრებში პოვნილ უძველეს ცხოველებს. — პალეოლითური ხანა — ქვის ხანის უძველესი პერიოდი, როცა ადამიანის საოჯახო და სხვა იარაღები კეთდებოდა გაუთლელი ქვისგან (შეად. ნეოლითური). — პალეონტოლოგია — მოძღვრება დედამიწაზე უძველეს დროში არსებულისა და გადაშენებული ორგანიზმების შესახებ. — პალეოფიტოლოგია (ბერძ. phytos „მცენარე“) — იგივეა, რაც პალეობოტანიკა.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9