ევროპ.:
1) მამა;
2) პაპა ან უკეთ პაპ-ი (ფრ. pape) — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის უფროსი; ითვლება პეტრე მოციქულის უცოდველ მოადგილედ; ირჩევა კარდინალებისაგან. ცხოვრობს რომში. — პაპიზმ-ი — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება; აგრეთვე — მოძღვრება პაპის უცოდველობის შესახებ; პაპისტ-ი — პაპის ან პაპიზმის მომხრე.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.