პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პფ
პა პაგ პად პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პაჟ პარ პას პატ პაუ პაფ პაქ პაშ პაჩ პაც

პარლამენტ-ი

საშ.-ლათ. პარლამენტუნ — პარლარე-საგან „ლაპარაკი“.
ხალხის წარმომადგენელთა უზენაესი საკანონმდებლო კრება კონსტიტუციურ (და რესპუბლიკურ) ბურჟუაზიულ ქვეყნებში, — იგი აგრეთვე კონტროლს უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებას; ჩვეულებრივ პარლამენტი შედგენილია ორი პალატისაგან — ზ ე დ ა (შედგენილია უშუალოდ ხალხის მიერ არჩეულთაგან) და ქ ვ ე დ ა (შედგენილია ვიწრო გაბატონებულ წრეთა წარმომადგენლებისა, მონარქის მიერ დანიშნულთა ან შემკვიდრერბით უფლების მქონეთაგან). — აქედან: პარლამენტარიზმი

1) მმართველობის სისტემა, როცა პარლამენტი წარმოადგენს არა მხოლოდ საკანონმდებლოს, არამედ მთავრობის მოქმედებათა თვალყურის მდევნელ ორგანოს;

2) პარლამენტური წყობილების თავისებურობანი. — პარლამენტარისტ-ი — პარლამენტარიზმის მომხრე. — პარლამენტარული ან უკეთ პარლამენტური — პარლამენტის ხასიათის მქონე. — პარლამენტიორ-ი ან უკეთ პარლამენტერ-ი (ფრ. parlementaite), ომის დროს მოწინააღმდეგე მხარესთან გაგზავნილი მოციქული — მოლაპარაკების ან რისამე შეტყობინების მიზნით.

Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9