პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პფ
პა პაგ პად პავ პათ პაი პაკ პალ პამ პან პაპ პაჟ პარ პას პატ პაუ პაფ პაქ პაშ პაჩ პაც

პარნას-ი

Gk. საკ. სახ. Parnasos:
1) მაღალი მთა ფოკიდაში (საბერძნეთში), რომელიც ძველი ბერძნების რწმენით წარმოადგენდა დედამიწის შუაგულსა და აპოლონისა და მუზების სამყოფელს:

2) გადატ. მნიშვნ.: პოეზია — : აქედან: პარნასელები (მრავლ., Parnassiens) — ასე ეწოდა პოეტთა ერთ ჯგუფს საფრანგეთში (19 საუკ. მეორე ნახევარში) მათ მიერ გამოშვებული ლექსთა კრებულის „თანამედროვე პარნასი“-ს („Parnasse contemporain) გამო: უარჰყოფდენ ყოველგვარ მორალურ-პედაგოგიურ მიზნებს პოეზიაში, იცავდენ წმინდა ხელოვნების დებულებას („ხელოვნება ხელოვნებისათვის“) და ფორმის სისრულეს; მათ შორის უმთავრესნი არიან: ლეკონტ დე ლილ-ი (Lecont de Lisle, 1818 — 1894), კ. მენდეს-ი (C. Mendes, 1842 — 1909), სიული პრიდომ (Sully Prudhomme. 1839 — 1907) და რამდენიმე სხვა.

See also: მუზა
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9