Gk. -ევროპ. ფრ. parole „სიტყვა, მეტყველება“. პირობითი საიდუმლო სიტყვა (ან მთელი წინადადება), — ეცნობება გუშაგს (დარაჯს), რათა მან შეძლოს თავისიანის გარჩევა მტრისაგან; პაროლი გამოყენებულია, განსაკუთრებით, ომის დროს; აგრეთვე — ფარულ კონსპირაციულ წრეებში, სადაც პაროლი ეცნობება წრის ყველა წევრებს.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.