L. პარტიკულა-საგან „ნაწილაკი“: 1) საერთოდ — ნაწილობრიობა, განკერძოებულობა;
2) ღვთისმეტყველებაში: მოძღვრება, რომლის თანახმადაც ცხონებისათვის განკუთვნილია ადამიანთა მხოლოდ ნაწილი;
3) პოლიტიკაში: სახელმწიფოში შემავალი ნაწილების მისწრაფება პოლიტიკურად დამოუკიდებელი არსებობისადმი. — პარტიკულარისტ-ი — პარტიკულარიზმის მომხრე. —პარტიკულარული ან უკეთ პარტიკულარ-ი — განკერძოებული; კერძო (არასახელმწიფო სამსახურში მყოფი).
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.