| | |
1) ორი გასწვრივი ქუჩის შემაერთებელი გადახურული გადასახვევი, რომლის ორივე მხრივ, ჩვეულებრივ, ჩამწკრივებულია მაღაზიები;
2) მუსიკაში: მუსიკალური ტონების ჰარმონიული მონაცვლეობა; ჩქარი მუსიკალური ფრაზა;
3) რაიმე მხრივ შესამჩნევი ადგილი წიგნში, სტატიაში ან ლაპარაკში;
4) უეცარი რამ ამბავი, არაჩვეულებრივი შემთხვევა. — პასაჟირ-ი (ფრ.passager). მიმოსვლის ამა თუ იმ საშუალებით (რკინისგზით, გემით, ეტლით და სხვ.) მიმავალი მგზავრი, ჩეეულებრივ — განსაზღვრული ფასით. — აქედან: საპასაჟირო მატარებელი — საშუალო სიჩქარის მატარებელი პასაჟირებისათვის. — პასატები (მრავლ. ისპ. passada „გადასვლა“. გერმ. Passat-) ან პასატის ქარები — განსაზღვრული მუდმივობით მქროლი ქარები, რომელთა მიმართულება არ იცვლება მთელი წლის განმავლობაში: ჩრდილო ნახევარ-სფეროში — ჩრდ.-აღმოსავლეთიდან, სამხრეთ ნახევარ-სფეროში — სამხ.-აღმოსავლეთიდან.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |