Pasteur, Louis 1822 — 1895.
შესანიშნავი ფრანგი ქიმიკოსი და ბაქტერიოლოგი, გადამდებ სნეულებათა შესახებ თანამედროვე მოძღვრების დამაარსებელი. — აქედან: პასტერიზაცია — ზოგიერთ სითხეებში (რძე, ღვინო და სხვ.) ბაცილების განვითარების თავიდან აცილების წესი — ამ სითხეების განსაზღვრულ დონემდე გაცხელების საშუალებით, — აღმოჩენილია პ ა ს ტ ე რ-ის მიერ; პასტერიზირება ან პასტერიზება — იგივე მოქმედება. — პასტერიზატორ-ი — საპასტერიზაციო ორმაგ-კედლებიანი და მჭიდრო-თავსახურიანი ქვაბი. — საპასტერიზაციო — პასტერიზაციისათვის განკუთვნილი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.