ქ. ჟენევაში 1864 წ. დადებული ხელშეკრულობა, რომელსაც ხელს აწერდნენ 16 სახელმწიფოს წარმომადგენელნი. ამ ჟამად ხელშეკრულობა მიღებულია 32 სახელმწიფოს მიერ. საფუძვლად უძევს ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა დახმარება, განურჩევლად ეროვნებისა და ქვეშევრდომობისა. ორგანიზაცია, რომელიც ამ დახმარებას ეწევა, აღჭურვილია განსაკუთრებული უფლებებით და სათანადო ნიშნით (წითელი ჯვრით აქედან „წ ი თ ე ლ ი ჯ ვ ა რ ი“).
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.