George Sand 1804—1876.
საფრანგეთის ცნობილი მწერალი ქალი — რომანისტი. თავის ნაწერებში (რომანებში) მჭერმეტყველურად ჰქადაგებდა ადამიანის გრძნობათა თავისუფლებას და იბრძოდა ძველი ტრადიციების წინააღმდეგ. მისი შემოქმედების დამახასიათებელ თვისებას შეადგენს იდეალიზმი და ფანტასტიური ელემენტი, მაგრამ ამასთანავე მასში ჩაქსოვილია სინამდვილე და დაკვირვების უნარი. მის მრავალ ნაწარმოებში ცნობილია “Jndiana”, “Valentine“, და სხვ.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.