L. radiare-საგან „გამოკრთომა“. მეცნიერ კიურის მიერ 1899 წ. აღმოჩენილი მარტივი ქიმიური ელემენტი; აქვს გამოსხივოსნობის უნარი; უჩინარია როგორც რენტგენის სხივები. ქიმიურად მოქმედობს ფოტოგრაფიულ ფირფიტაზე, გადის ყველა არაგამჭირვალე სხეულში და აძლევს საგანს სხივოსნობის ენერგიას. მოქმედობს მცენარეულობის ქლოროფილზე; რადიანტ-ი — ცაზე მეტეორების გაგრძელებათა შეხვედრის წერტილი; რადიაცია — გამოსხივოსნება, მზის სხივების გამოკრთომა.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.