1) ა ს ტ რ ო ნ ო მ ი ა-ში — ცის პლანეტების მანძილის გასაზომი იარაღი;
2) ფ ი ზ ი კ ა-ში — ინგლისელ ფიზიკოს-ქიმიკოს კრუქსის (დაიბ. 1832 წ.) მიერ გამოგონილი სინათლის და სითბოს სხივთა საზომი; რადიოსკოპ-ი — ადამიანის შინაგან ორგანოთა ანუ უხილავ საგანთა რენტგენის სხივებით გამომკვლევი იარაღი. — რადიო-ტელეგრამა რადიოს საშუალებით გადაცემული დეპეშა. რადიო-ტელესკოპ-ი — შორეულ საგანთა საჭვრეტი ხელსაწყო რადიოს საშუალებით.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.