Fr. renaissance — „აღორძინება“. ხელოვნებისა და მეცნიერების აღორძინება ანუ განახლება დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით იტალიაში მე-14—16 ს. ს. თავის იდეალს რენესანსი ეძებდა ანტიკურ (ძველი) ქვეყნების შემოქმედებაში: და ჰბაძავდა მას. რენესანსის საუკეთესო წარმომადგენელნი იყვნენ ხელოვნების სხვადასხვა დარგში: მიქელ ანჯელო, რაფაელი, ლეონარდო-დე-ვინჩი, ბოკაჩიო, დანტე, პეტრარკა და სხვ.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.