L. Saint-Simon, 1760—1825. ფრანგულ უტოპიურ სოციალიზმის უდიდესი წარმომადგენელი. მოითხოვდა კერძო საკუთრების და კლასთა ბრძოლის გაუქმებას, და ისეთ საზოგადოების დაარსებას, რომელიც დამყარებული იქნებოდა ასოციაციის (კავშირების) პრინციპზე. ამ მიზნის მისაღწევად უცილობელ საჭიროებად მიაჩნდა მთავრობის რეფორმები და საზოგადოების აღზრდა ახალი რელიგიის (სოციალიზმის) საფუძვლებზე; აქედან: სენ-სიმონიზმ-ი — სენ-სიმონის სწავლა–მოძღვრება.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.