სახელმწიფოებრივი მართვა-გამგეობის ერთგვარი ფორმა ძვ. საბერძნეთში. ისტორიულად ტ ი რ ა ნ ი ა ნიშნავს ხელისუფლების ძალით მითვისებას ანუ უზურპაციას. ტირანიის დამახასიათებელია: ძალადობა, შიში და მოქალაქეთა კანონის გარეშე დაყენება; აქედან: ტირან-ი — მოძალადე, უზენაესი უფლების მიმთვისებელი, უზურპატორი; ტირანიული — მკაცრი, სასტიკი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.