ძველ საბერძნეთში — დრამატიული ნაწარმოების ერთგვარი სახე, რომელიც დაკავშირებული იყო გუნდის რიტუალურ (სარწმუნოებრივ) სიმღერასთან ბახუსის ან დიონისეს სადიდებლად. ამ რიტუალის შესრულების დროს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდენ თხას (tragos), საიდანაც წარმოსდგა სიტყვა ტ რ ა გ ე დ ი ა; თანამედროვე მნიშვნ.: ისეთი დრამატიული ნაწარმოები, რომელშიაც გამოხატულია ადამიანის თავგანწირული ბრძოლა სხვადასხვა დამაბრკოლებელ პირობასთან, როცა ეს ბრძოლა ამა თუ იმ გმირის სიკვდილით თავდება. ტრაგედიული ნაწარმოებთა უდიდესი ავტორები იყვნენ ძველად (საბერძნეთში) ესქილი, სოფოკლე და ევრიპიდი; ახალ საუკუნოებში — კორნელი, რასინი (საფრ.), შექსპირი (ინგ.) და სხ.
See also: ბაკქ-ი, ბახუს-ი ან უკეთ ბაკქუს-ი,
დიონის-ი ან დიონისოს-ი,
ესქილ-ი ან უკეთ ესქილოს-ი,
სოფოკლე,
ევრიპიდ-ი ან უკეთ ევრიპიდეს-ი,
კორნელ-ი, პ.,
რასინ-ი, ჟ ა ნ,
შექსპირ-ი ვილიამ ანუ უილიამ Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.