1) ოცნების მხარე, ფანტაზია;
2) თომას მორის (1480—1535) რომანი, რომელშიაც მხატვრულად აღწერილია იდეალური სოციალ-პოლიტიკური წესწყობილება; უტოპისტ-ი — მეოცნებე, ცხოვრებაში გამოუყენებელ აზრების მქადაგებელი; უტოპიური — საოცნებო, მიუღწეველი; უტოპიური სოციალიზმ-ი — უტოპიურ ნიადაგზე დამყარებული სოციალიზმი. უპირისპირდება მ ე ც ნ ი ე რ უ ლ ს ო ც ი ა ლ ი ზ მ ს, რომელიც, პირიქით, ფაქტების სინამდვილესა და ეკონომიურ საფუძვლებზეა აგებული. პირველის მეთოდი არის ი დ ე ა ლ ი ს ტ უ რ ი, მეორის — მ ა ტ ე რ ი ა ლ ი ს ტ უ რ-დ ი ა ლ ე ქ ტ უ რ ი. უტოპიურ სოციალიზმის წარმომადგენელნი იყენენ: სენ-სიმონი, ფურიე, ოუენი და სხ.; მ ე ც ნ ი ე რ უ ლ ს ო ც ი ა ლ ი ზ მ ი ს: კ. მარქსი, ფრ. ენგელსი და სხ.