მრავლ.
ინგლისში — სიდნეის, ბეატრისა უებეს, შოუს, უელსის და სხ. მიერ 1883 წ. დაარსებული სოციალისტური საზოგადოება. თვით სახელწოდება წარმოსდგა რომაელ სარდალ ფაბიუს კუნქტატორისაგან, რომელიც ისტორიაში ცნობილია თავისი სიდინჯით და აუჩქარებლობით. ფაბიანელების საზოგადოების მიზანი იყო: ინგლისის კონსტიტუციის განვითარება დემოკრატიული მიმართულებით და ზომიერი სოციალიზმის მშვიდობიანური ქადაგება. ფაბიანელები უარჰყოფენ კლასთა ბრძოლას და რევოლუციას, აღიარებენ კლასთა შორის თანამშრომლობას, 1918 წლიდან მხარს უჭერენ მუშათა პარტიას.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.