ახ. ლათ.
სოციალურ-ეკონომიური წესწყობილება, რომელიც გაბატონებული იყო საშუალო საუკუნეებში და ისტორიულად წინ უძღოდა კაპიტალიზმს. ფეოდალიზმის თვისებებს შეადგენს მიწათმფლობელობა (ფეოდი) და ნატურალური მეურნეობა; აქედან: ფეოდალ-ი — საშუალო საუკუნეების მსხვილი მემამულე; ფეოდალური — ფეოდალიზმის შესახები, ბატონყმური.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.