Gk. მრავლ., physis-დან — „ბუნება“ და krateo — „ვმართავ“. მე-18-ე ს. ფრანგი ეკონომისტები, რომლებიც სიმდიდრის ერთადერთ წყაროდ მიწათმოქმედებას აღიარებენ. ფიზიოკრატულ სკოლის დამაარსებელი იყო კენე (Quesnay, 1694—1774), რომელმაც გაილაშქრა მ ე რ კ ა ნ ტ ე ლ ი ზ მ ი ს წინააღმდეგ; აქედან: ფიზიოკრატიზმ-ი — ფიზიოკრატების მოძღვრება; ფიზიოკრატიული — ფიზიოკრატიზმის შესახები.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.