Schiller — 1759—1805.
ცნობილი გერმანელი პოეტი — დრამატურგი, რომანტიულ სკოლის საუკეთესო წარმომადგენელი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გოეთესთან ერთად ქ. ვეიმარში. დასწერა მრავალი დრამა, მათ შორის აღსანიშნავია „ყაჩაღები“ (თარგ. ქართ. ნ. ავალიშვილის მიერ), „დონ კარლოსი“, „ვილჰელმ ტელი“ (თარგმნ. ქართ. ს. შანშიაშვილის მიერ) და სხ. შილერი ცნობილია აგრეთვე როგორც დიდებული ლირიკოსი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.