სახელგანთქმული კართაგენელი სარდალი (247—183 წ. ქრ. წ.), დაიპყრო ესპანეთი, გადალახა ალპის მთები და გაილაშქრა იტალიაზე. დამარცხებულ იქნა რომაელ სარდალ სციპიონ აფრიკანელის მიერ; აქედან: ჰანიბალ-ის ფიცი — ჰანიბალის მიერ დადებული აღთქმა რომთან შეურიგებელ ბრძოლის შესახებ; გად. მნიშვნ.: შურისძიების და შეურიგებელ ბრძოლის ფიცი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.