განყენება, ე. ი. გამოყოფა აზრით საგნისაგან ისეთ ნიშანთა, რომელთაც სინამდვილეში ამ საგნისაგან დამოუკიდებლივ არსებობა არ შეუძლიათ; აქედან აბსტრაქტული –განყენებული, განყენებითი; აბსტრაქტული მეთოდი - მოვლენათა განყენებითი კვლევის წესი; აბსტრაქტული მეცნიერება (მაგ. მათემატიკა); აბსტრაქტული რიცხვი - ალგებრაში ასოებით გამოხატული რიცხვი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.