ის რაც ეხება მიწათმფლობელობასა და მიწათმოქმედებას; აგრარული კანონები ძველს რომში: დაპყრობილი მიწების განაწილების წესები; აგრარული კანონმდებლობის მოსაწესრიგებლად მთავრობის მიერ 1905-06 წლებში გამოცემული კანონები; აგრარული კრიზისი – მიწათმფლობელობის საქმის გამწვავება; აგრარული მოძრაობა - რუსეთსა და საქართველოში გლეხთა მღელვარება და მებატონეთა და მთავრობის წინააღმდეგ ამხედრება 1905-06 წწ.; აგრარული პოლიტიკა – მთავრობის ღონისძიებანი მიწათმფლობელობის მოსაწესრიგებლად და მიწის მეურნეობის გასავითარებლად; აგრარული პროგრამა - მთავრობის ან რომელიმე პარტიის მიერ შემუშავებული გეგმა მიწით სარგებლობისა და მიწის მეურნეობის გაუმჯობესებისა; აგრარული საკითხი - 1) საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ფლობდეს მიწას და რა წესით; 2) მეცნიერული თეორიები იმის შესახებ, თუ როგორია ბუნება და განვითარება სასოფლო მეურნეობისა; აგრარული ტერორი - მიწის სიმცირით შევიწროებულ გლეხთა მიერ მებატონეთა ხოცვა-ჟლეტა; აგრარული უწესობანი – უკმაყოფილო გლეხთა მიერ თვითნებურად მიწების დატაცება, ტყეების გაჩეხა, მემამულეთა სახლ-კარის აწიოკება, ღალის გადახდაზე უარის გამოცხადება და სხვა.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.