Byron, 1788 — 1824,
ინგლისის შესანიშნავი პოეტი, პიროვნების საზოგადოებისაგან დამოუკიდებლობის მომღერალი; მის შემოქმედებაში გამოხატულია მისი პირადი ფრიად რთული განცდები; დამახასიათებელია: უკმაყოფილება გარემო პირობებით, სასოწარკვეთილება და პროტესტის სული; გარდაიცვალა საბერძნეთში, სადაც გაემგზავრა საბერძნეთის დამოუკიდებლობის იდეით გატაცებული აჯანყებულ ბერძენთა დასახმარებლად. მრავალ შესანიშნავ ლექსებს გარდა, დიდ ნაწარმოებთაგან განთქმულია მისი: „ჩაილდ-ჰაროლდი“, „მანფრედი“, „კაენი“, „დონ-ჟუანი“ და სხვ.; ზოგიერთი მათგანი თარგმნილია ქართულად.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.