ასე ეწოდა თანამედროვე ანარქიზმის ერთერთი მამამთავრის, ბაკუნინის (1814 — 1876), მოძღვრებას, რომლის მთავარი დებულებებია: სავსებით უარყოფა სახელმწიფოებრიობისა (გარდამავალი ფორმისაც კი), უარყოფა პოლიტიკური ბრძოლისა და უარყოფითი დამოკიდებულობა მუშათა კლასის დიქტატურისადმი; აქედან: ბაკუნისტები (მრავლ) — ბაკუნინის მიმდევარნი.
Source: „უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ მესამე გამოცემა - იოსებ იმედაშვილი, ავტ.; ს. ს. მ. უ.ს. პოლიგრაფტრესტის I-ლი სტამბა. პლეხან. პრ. # 91, 30/XI-26. შეკ. # 274. მთავარლიტი # 1183. დაიბეჭდა 5000; 1928 წ.